თეგებით ძიება

"უკვე იქამდე მივიდნენ, რომ ბავშვზე ნადირობენ ქუჩაში ყვითელი მაისურის გამო...ეს ხალხია ქუჩაში რომ დაძრწის ახლა!" - მაი ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვინც მეკამათებით და მიმტკიცებთ - არავის ვერჩი, იყოს თავისთვის, ვინ ავიწროვებს მაგათ?! - შეხედეთ ვინ ავიწროვებს! ეს ხალხია ქუჩაში რომ დაძრწის ახლა!

უკვე იქამდე მივიდნენ, რომ ბავშვზე ნადირობენ ქუჩაში ყვითელი მაისურის გამო.

ეს გააკეთა იმ ინსტიტუციამ, რომელიც სიკეთეს და სიყვარულს უნდა ქადაგებდეს! ეს გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ლგბტქი ჯგუფი მართულად და მიშა სააკაშვილთან შეკრულად გამოაცხადა. ამას აკეთებს პოლიცია, რომელმაც ჟურნალისტზე მონადირე მოპედიანი ვ ა შ კ ა ც ი და ბავშვებს ადევნებული მამისტოლა კაცები, უბრალოდ იქაურობას გაარიდა.
კარგად ჩანს დღეს როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ქვეყნის ყევლაზე დაუცველი ჯგუფისადმი.

კარგად დავინახეთ კიდევ ვინაა ვარლამი ლამის სახალხო გმირად შერაცხული ქსენოფობი და ჰომოფობი!", - წერს მაია ცირამუა ფეიაბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე რადიკალურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. Mediachecker-ის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები მედიის 47 წარმომადგენელს დაესხნენ თავს. რადიკალებმა ფიზიკური სეურაცხყოფა მიაყენეს რიგით გამვლელს, რადგანაც ახალგაზრდა კაცს ფერადი მაისური და შორიტი ეცვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა