თეგებით ძიება
08. 07. 2021 მსოფლიო

სექსუალურ კავშირზე უარის გამო, ქმარმა ცოლი დაკბინა და დაახრჩო, დანაშაული კი ძაღლს დააბრალა - საზარელი შემთხვევა იტალიაში

იტალიაში საზარელი შემთხვევა მოხდა - ქმარმა ცოლი ჯერ დაკბინა და შემდეგ დაახრჩო, დანაშაული კი ლაბრადორს დააბრალა.

შემთხვევა იტალიაში, ტრენტოს პროვინციაში 2019 წელს მოხდა. მარკო მანფრინი ორი წლის განმავლობაში, სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ახერხებდა. მანფრინიმ, სასამართლოში განაცხადა, რომ მისი მეუღლე, ელეონორა ფერარო ოჯახის კუთვნილმა ლაბრადორმა დაკბინა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მანფრინიმ ცოლი, მას შემდეგ მოკლა, რაც მას მეუღლემ, სექსუალურ კავშირზე უარი უთხრა, რადგან მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მთვრალმა კაცმა, ცოლი ჯერ დაკბინა, მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემდეგ დაახრჩო.

წყარო: exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა