თეგებით ძიება
11. 07. 2021 მსოფლიო

"პრაიდის" საწინააღდმდეგო აქციაზე თავდასხმის შემდეგ ოპერატორი გარდაიცვალა" - BBC ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

"პრაიდის" საწინააღდმდეგო აქციაზე თავდასხმის შემდეგ ოპერატორი გარდაიცვალა" - ამ სათაურით "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას BBC ეხმაურება.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია საქართველოში უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აზიასა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს, ძალიან კონსერვატორული რჩება.

მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატორის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ში განართულ ბრიფინგზე, გარდაცვალების მიზეზად ზედოზირების ვერსიამაც გაიჟღერა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა