თეგებით ძიება
13. 07. 2021 მსოფლიო

ინფიცირება კოვიდის 2 შტამით ერთდროულად - 90 წლის ასაკის ქალი გარდაიცვალა

ბელგიაში, 90 წლის ასაკის ქალი გარდაიცვალა, რომელიც COVID-19-ის ორმაგი შტამით იყო დაავადებული.

ექსპერტების მტკიცებით, 90 წლის ქალი ე.წ. ბრიტანული "ალფა" და ე.წ. სამხრეთ აფრიკული "ბეტა" შტამებით იყო ინფიცირებული.
მედიკოსები ეჭვობენ, რომ ქალი ერთდროულად ორი სხვადასხვა ადამიანისგან დაინფიცირდა.

მათ მიაჩნიათ, რომ ეს პირველი საყურადღებო შემთხვევაა, თუმცა მეორეს მხრივ, აცხადებენ, რომ იშვიათია მსგავსი ორმაგი ინფიცირება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში, ბრაზილიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ორი ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდა ორი კოვიდშტამით, ერთ-ერთი მათგანი სახეობა "გამა" შტამი იყო.

ცნობისთვის, ბელგიაში გარდაცვლილი ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა