თეგებით ძიება
13. 07. 2021 მსოფლიო

კაცმა ცოლს ეჭვიანობის გამო კატა სარეცხ მანქანაში დაუხრჩო და ვიდეო გაუგზავნა, თვითონ კი დაიმალა - შურისძიება რუსულად

რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბაგრატიონოვსკში მამაკაცმა ცოლზე სასტიკად იძია შურა - მან მეუღლის კატა სარეცხ მანქანაში დაახრჩო, მკვდარი ცხოველის ვიდეო ცოლს გაუგზავნა და 5 დღის განმავლობაში ციხე-სიმაგრე "პრეისიშ-ეილაუში" იმალებოდა. ამის შესახებ ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

მამაკაცმა სასტიკი ქმედების მოტივად შურისძიება დაასახელა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, კაცს ეგონა, რომ მისი ცოლი დედამისთან იყო წასული, თუმცა სინამდვილეში, ქალი დაქალს ეწვია სტუმრად. სიმართლის გაგების შემდეგ, გაბრაზებულმა კაცმა ალკოჰოლური სასმელი დალია, კატა დაიჭირა, სარეცხ მანქანაში ჩასვა და ტექნიკა მწყობრში მოიყვანა, რის შედეგად კატა მოკვდა.

დაკავებამდე მამაკაცი 5 დღე პროისიშ-აილაუს ციხესიმაგრეში იმალებოდა. მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა