თეგებით ძიება

"იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება..." - რას წერს თინა ხიდაშელი ლექსო ლაშქარავას საქმეზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება -
მთავარი კითხვები რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია:
— რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით როგორც დადგა სიკვდილი.
ეს არის მთავარი კითხვა რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.
— თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭორდებოდა 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
— რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?
კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი -
დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა?
ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცლილის დისკრედიტაციას ემსახურება"- წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო 11 ივლისის დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტილულ ზედოზირებას ასახელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა