თეგებით ძიება

"კესო ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო... ბექა ჩასახლებული იყო მასთან" - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია?

ხვალ, სას­ტი­კად მოკ­ლულ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს დაკ­რძა­ლა­ვენ. გუ­შინ, მკლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ისა­უბ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვილ ურ­თი­ერ­თო­ბა მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე შე­წყდა. ხოლო კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ჯა­ი­ანს შეხ­ვედ­რა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბექა ჯა­ი­ან­მა ცივი ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მკვლე­ლო­ბამ­დე სამი სა­ა­თით ადრე შე­ი­ძი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯა­ი­ანს გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.

მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და, რად­გან ჯა­ი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და და კე­სა­რია მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­საც კი ვერ ბე­დავ­და, რო­დე­საც ჯა­ი­ან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია კე­სოს მე­გო­ბა­რი იყო. მომ­ღე­რა­ლი ამბობს, რომ ერთხელ კე­სომ ვი­დეო გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს. დე­ტა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, რო­გორც ოჯა­ხი.

- ბექა ჯა­ი­ანს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, კე­სოს­გან ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო კესო მის გვერ­დით, ვერ სა­უბ­რობ­და ვე­რა­ფერ­ზე რო­დე­საც ეს ბიჭი მას­თან იყო სახ­ლში.

- რითი ხსნი­და კესო ამას, არ უჭირ­და ასე ცხოვ­რე­ბა?

- ასე ვი­დე­ოს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და და როცა მარ­ტო დარ­ჩე­ბო­და გად­მო­მი­რე­კავ­და ხოლ­მე (ამ დროს ინ­დი­რამ ის ვი­დეო გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რი­ას სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს). კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და, უნ­დო­და ბო­ლომ­დე ქა­ლი­ვით ეცხოვ­რა, უნ­დო­და ვინ­მე მის გვერ­დით ძლი­ე­რი ჰყო­ლო­და. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო.

- თქვენ­თან უთ­ქვამს ოდეს­მე რომ მას­ზე ძა­ლა­დობ­და ბექა ჯა­ი­ა­ნი, სცემ­და?

- საკ­მა­რი­სი იყო სად­მე წა­სუ­ლი­ყო კესო, სწერ­და აბა, ვო­ი­სით ხმა­მაღ­ლა მი­თხა­რი, რომ გიყ­ვარ­ვარ. აბა ვინ გყავს მანდ, ვის­თან ერ­თად ხარ. რაც შე­ე­ხე­ბა ცე­მას, ორ­ჯერ მი­თხრა და სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია მქონ­და, მას შემ­დეგ ვგრძნობ­დი, რომ სცხვე­ნო­და და აღარ მიყ­ვე­ბო­და. ეს ბიჭი პი­რი­ქით არ ანე­ბებ­და თავს. ტყუ­ი­ლია, რომ კესო აშან­ტა­ჟებ­და ან რა შან­ტა­ჟი ეგაა ქალ­მა ცო­ლო­ბა თუ მოგ­თხო­ვა 2 წლის შემ­დეგ.

- ინ­დი­რა, ფაქ­ტია რომ კესო ვარ­სკვლა­ვი­ვით ცხოვ­რობ­და, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო...

- არა, კესო გა­რეთ ბრჭყვი­ა­ლებ­და, უამ­რავ რა­მეს არ იმ­ჩნევ­და და არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და არა­ვის. ეს ბიჭი პი­რი­ქით, კარ­გად იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი კე­სოს­თან და არც მდი­და­რი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ კესო ფუ­თავ­და, უყ­ვარ­და და ფუ­თავ­და.

- ინ­დი­რა, ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ კე­სა­რი­ას ამ ბიჭ­ზე?

- ერთი კვი­რის უკან გვქონ­და მა­გა­ზე სა­უ­ბა­რი, არ ის­ვე­ნებს, არ მა­ნე­ბებს თავ­სო. კესო გრძნობ­და რომ არ მე­ხა­ტე­ბო­და ბექა გულ­ზე და ვამ­ბობ­დი კი­დეც, მო­ა­შო­რე აქე­დან, რას გა­დაგ­ვა­ყო­ლე ამ კაცს-მეთ­ქი. კაი დაო, საყ­ვა­რე­ლი­აო. სულ ამას იმე­ო­რებ­და. მის მი­მართ ცუ­დად მას შემ­დეგ გან­ვე­წყე, რაც გა­ვი­გე, რომ ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო.

- ამ მი­ზე­ზით, აპ­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა კე­სომ, ხომ არ იცით, რა­ტომ დაბ­რუნ­და?

- სა­მუ­და­მოდ ისე­დაც არ უფიქ­რია სად­მე წას­ვლა, უბ­რა­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ე­ნატ­რა. მაგ­რამ მერე ბე­ქაც ენატ­რე­ბო­და, უკვე ძა­ლი­ან ტოქ­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამო­ყო თავი.

- კე­სოს დე­დამ და დამ თუ იცოდ­ნენ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ის?

- ვინც არ იცო­და, რომ კე­სოს ხე­ლით შე­ე­ხო და იძა­ლა­და, ვინ­მე და­უ­რე­კავ­და, კე­სოს მე­გო­ბა­რი და ის ბი­ჭიც სახ­ლში იყო, იმათ ეუბ­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში რა­ღაც დო­ზით მარ­თლა იყო ბედ­ნი­ე­რი, იმი­ტომ რომ გი­ჟი­ვით უყ­ვარ­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი წე­რას ხარ-თქო ატა­ნი­ლი. რო­გორც კე­სოს­გან ვიცი, მა­თაც იცოდ­ნენ და დედა სე­რი­ო­ზუ­ლად გაბ­რაზ­დაო.

- ინ­დი­რა, და­კა­ვე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და რომ კესო მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას აძა­ლებ­და და აშან­ტა­ჟებ­და...

- თვი­თონ პირ­დე­ბო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვან ცო­ლად. შენ­ზე ვგიჟ­დე­ბიო, მე­ო­რე დღეს სა­ზი­ზღრო­ბებს ეტყო­და. ისიც და­ი­ღა­ლა, ბო­ლოს და ბო­ლოს ცო­ლად თუ მო­მიყ­ვან, მო­მიყ­ვა­ნე, თუ არა­და და­მა­ნე­ბე თა­ვიო. იმ დღის მო­ნა­წე­რე­ბი აღარ ვიცი. რო­გორც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დადე ფო­ტო­ე­ბი, მოვ­დი­ვარ ცო­ლო­ბა უნდა გთხო­ვოო. მე­ო­რე ვერ­სი­ით, ჩვენს ფო­ტო­ებს დავ­დებ და ამ პი­რო­ბით გნა­ხა­ვო, მაგ­რამ ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა.

ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად გინ­და მა­სე­თი კა­ცის ცო­ლო­ბა, უფრო მო­გაქ­ცევს კლან­ჭებ­ში და და­გა­ზომ­ბებს, სახ­ლიდ­ნა გა­რეთ გას­ვლა აღარ მო­გინ­დე­ბა-თქო. რის­თვის იწ­ვა­ლე ამ­დე­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლოს ქა­ლო­ბა გინ­და, მაგ ფრჩხი­ლე­ბით საჭ­მე­ლი უნდა აკე­თო-მეთ­ქი.

- მე­გობ­რე­ბი რას ფიქ­რობთ, წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბა?

- გა­მო­ძი­ე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა რომ გან­ზრახ წი­ნას­წარ და გათ­ვლი­ლად გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი. ეჭ­ვი­ა­ნი იყო ავად­მყო­ფუ­რად.

- ინ­დი­რა, კე­სოს­გან რა იცი, იმ ბი­ჭის მხა­რემ თუ იცო­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ?

- უტყდე­ბაო ამ­ბობ­და, მარ­ტი­ვი ხომ არ არის კე­სა­რი­ას გვერ­დით ქარ­თვე­ლი ტიპი რომ იჩი­თე­ბიო. ერ­თა­დერ­თი ის ვი­ცო­დით, რომ ეს ბიჭი უცო­ლო იყო. მე­გობ­რებს ჩა­ა­წე­რი­ნა ვი­დე­ო­ე­ბი, ბექა, კე­სოს უყ­ვარ­ხარ. მე რომ მი­თხრა, ძა­ლი­ან ვე­ჩხუ­ბე. ბოლო დროს მტკი­ცე­ბის ფორ­მა­ში იყო. მე არ ჩა­ვუ­წე­რე ვი­დეო. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ეს ბიჭი მის­თვის. მე­უბ­ნე­ბო­და, შენ რა­ნა­ი­რი მო­რი­ე­ლი ხარ, ჩემი მტე­რი ამო­ი­ჩე­მეო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლა მისი მტე­რი ამო­ვი­ჩე­მე.

- არის თუ არა ეს ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სარ­ჩუ­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი?

- კესო ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ქალი იყო. მარ­ტო მას­ზე არ ძა­ლა­დობ­ნენ, ქალი რა­ტომ არის და­ბა­ლი ღობე ჯერ კი­დევ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრა და ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი ამას ვე­რა­სო­დეს. კესო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ტრანსგენ­დე­რი ქალი, ჩვე­უ­ლებ­რივ მო­იყ­ვან­და ცო­ლად, მაგ­რამ ისე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ბექა იყო, იმ სა­ლა­მა­ზეს და სი­თა­მა­მეს არ შე­არ­გებ­და, მა­ინც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და, ისე­ვე რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ჩვენს ქვეყ­ნა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი კე­სა­რი­ას ფოტო რომ ვნა­ხე, იმის მერე ორი ღა­მეა არ მძი­ნავს, არ ვიცი, დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა ეს ტკი­ვი­ლი. ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა, გა­მი­ჭირ­დე­ბა კვი­რას იქ დგო­მა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა