თეგებით ძიება

"ასეთია გაბრაზებული მედიის ძალა" - ინგა გრიგოლია

ტელეკომპანია "პირველის" წამყვანი ინგა გრიგოლია ქუთაისში, მედიის წარმომადგენლების მიერ გამართულ პერფორმანსს ეხმაურება:


"ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა. ეს ქუთაისია ,სადაც იუსტიციის მინისტრს, ჟურნალისტების პროტესტის გამო, დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლა მოუხდა. ასეთია გაბრაზებული მედიის ძალა და სოლიდარობა! ბრავო, კოლეგებო! ბრავო!

პროტესტს არ შევწყვეტთ, სანამ ჩვენს წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, არ მიიღებთ პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებას და რაც უფრო მეტად დაგვწამებთ ცილს და დაგვადანაშაულებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მით უფრო გამწვავდება მედიის პროტესტი" - წერს გირგოლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა