თეგებით ძიება

"ვინც არ იცის, რა განცდაა, როცა შენს თანამშრომლებს ასისხლიანებენ, ის ვერასდროს გაიგებს ჩემს დღევანდელ სადარდებელს და პოზიციას" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" ოპერატორზე ძალადობასა და მის გარდაცვალებასთან დალავშორებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ვინც არ იცის, რა განცდაა, როცა შენს თანამშრომლებს ასისხლიანებენ, ახალგაზრდებს,პატარებს და საყვარლებს ,შვილებივით რომ გყავს და სახელმწიფო თითს არ ანძრევს მათ დასაცავად... როცა ნაცემი ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვლება,უყურებ, როგორ იტაცებენ ცხედარს და მერე როგორ აშავებენ ბინძური მეთოდებით.... ვინც არ იცის,რას ნიშნავს,როცა შენი გუნდი, ლამის ომში ნამყოფი, ნაცემი და გაბრაზებული , რამდენად შეურაცხყოფილია... ვინც არ იცის, რას ნიშნავს გუნდი და რას ნიშნავს ჟურნალისტური ოჯახი... ვინც არ იცის,ეს რა განცდა და ტკივილია ,ის ვერასდროს გაიგებს ჩემს დღევანდელ სადარდებელს და პოზიციას. ამიტომ ნუ იწუხებთ თავს ჩემზე შეტევით არც ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სპეცოპერაცია,რომელიც ქართულ მედიას მოუწყეს,ასე მშვიდად,ვითომ არაფერი მომხდარა,გამეტარებინა. ეს ის ამბავია, რომელსაც მხოლოდ ერთი გზა აქვს-პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ.! ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია დღეს და მერჩით,როდის ვიყავი სხვანაირი? -არც არასდროს! ამიტომ ნუღა იწუხებთ თავს ჩემი დამუნათებით. ამ საქმეში,ამ რეალობაში,გზა უკან არ არსებობს. აღარ დაგვიტოვეს მადლობა ყურადღებისთვის", - წერს გრიგოლია.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე იზალადეს, როს გამოც ის საავადმყოფოში იყო, 11 ივლისს კი ის დედამ გარდაცვლილი იპოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა