თეგებით ძიება

"სამარცხვინოა, მთავრობას ეს მოსაკრებელი კი არ უნდა გაენახევრებინა, სულ მცირე, უნდა გაეორმაგებინა" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რა სირცხვილია - მთავრობის დადგენილებით, თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა. 5 მილიონი ლარის ნაცვლად 2.5 მილიონი გახდა.

იმის მაგივრად, რომ სათამაშო ბიზნესი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს, ეს დადგენილება აადვილებს მასთან დაკავშირებას.
სამარცხვინოა.

პირიქით, მთავრობას ეს მოსაკრებელი კი არ უნდა გაენახევრებინა, სულ მცირე, უნდა გაეორმაგებინა.

უამრავი ადამიანი უბედურდება აზარტული თამაშებით და მოზარდების 48 % დაკავშირებულია მასთან", - წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა