რა გავაკეთოთ და რა არა დღეს? - პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის
ვერძი
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სასიყვარულო თემასთან დაკავშირებით. ნუ დაღლით გონებას არაფრისმომცემი საკითხების ანალიზით. დაისვენეთ და მიენდეთ სამყაროს.
კურო
კარგი დროა, იმიჯის შესაცვლელად, იზრუნეთ საკუთარი გარემოს ლამაზად მოწყობაზე. კარგი დღეა, ასევე ოთხფეხა მეგობრის შესაძენად, ის თქვენს ცხოვრებაში სიხარულს შემოიტანს.
ტყუპები
დღეს, შეგიძლიათ, რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, წარმატებით დააგვირგვინებთ ადრე დაწყებულ საქმეებს.
კირჩხიბი
სასურველია, მოაწესრიგოთ თქვენი სივრცე და ის უფრო კომფორტული გახადოთ. გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და უნარები სწორად.
ლომი
მიუხედავად გამოსასვლელი დღისა, პრაგმატული და საქმეებით დახუნძლული დღეა, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. იყავით თამამი და გაბედული.
ქალწული
დღეს, ყველაფერი ხელს გიწყობთ, რომ თქვენი მიზნების განხორციელება შეძლოთ, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება ფინანსური საკითხის მოწესრიგება და გაბედული მოქმედება.
სასწორი
შესაძლოა, ზედმეტი მოლოდინების გამო, იმედგაცრუებული დარჩეთ, დარწმუნდებით, რომ თქვენი ქმედება არასწორი იყო, ახლა სჯობს, უკან დაიხიოთ და სამოქმედოდ უკეთეს პერიოდს დაელოდოთ.
მორიელი
იყავით ყურადღებით, რათა სამყაროსგან მოცემული შანსები დროულად შეამჩნიოთ და გამოიყენოთ. მოუსმინეთ ინტუიციას.
მშვილდოსანი
ყველაფერი თქვენს გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, წარმატებას წარუმატებლობაც მოსდევს და პირიქით, ეს ყველაფერი ცხოვრების ნაწილია. შეინარჩუნეთ ზომიერება.
თხის რქა
გრანდიოზულ საქმეების წამოწყებისთვის ხელსაყრელი დრო არ არის, იარეთ მიზნისკენ მცირე ნაბიჯებით. ნუ შეცვლით კარდინალურად თქვენს ცხოვრებას, მაგრამ შეცვალეთ სტრატეგია, იყავით უფრო მოქნილი.
მერწყული
დიდია მოტყუების ალბათობა, შესაძლოა, დაუპირისპირდეთ მატყუარა ადამიანს, თუმცა, სიმართლე თქვენს მხარესაა, შესაძლოა, მოგიწიოთ თქვენი ცხოვრებიდან მისი გასტუმრება. ემოციები აკონტროლეთ.
თევზები
მოემზადეთ ახალი სტარტისთვის. სამყარო დიდ სიახლეებსა და გამოწვევებს გპირდებათ, ნუ დააგდებთ მოქმედების ტემპს და წარმატებასაც მალე მიაღწევთ.