რუსული ძალების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაღუპა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რომელიც ნაწილობრივ დაინგრა. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგანაც ნანგრევების ქვეშ შეიძლება ადამიანები იყვნენ.
დაღუპულთა შორის 12 წლის ბავშვია. სამი ადამიანი დაიჭრა. მათ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო იერიშის შემდეგ ორ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე დაზიანდა სკოლის შენობა და ავტომანქანები.
რუსულმა ძალებმა შეტევა ქალაქ დნეპრზეც განახორციელეს. ქალაქ ნიკოლაევზე კი რუსულმა ძალებმა დრონებით და არტილერიით მიიტანეს იერიში.