თეგებით ძიება
15. 07. 2021 მსოფლიო

წყალდიდობა გერმანიაში - დაღუპულია 58 ადამიანი

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით პირი კი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება ფედერალურ მიწებზე რაინლანდ-პფალცსა და ჩრდილოეთ რაინ - ვესტფალიაში ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონებში ჩასვლა, განადგურებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ჯერ კიდევ შეუძლებელია.

ჩრდილოეთ რაინ - ვესტფალიის მიწის ხუთ რაიონში, უხვი ნალექთან დაკავშირებით კაშხლის შესაძლო გასკდომის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქ ტრირში მდინარის კალაპოტიდან გამოსვლის გამო, 350 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა