თეგებით ძიება

"ყველანაირი რელიგია გასაბრუებელი ოპიუმივითაა ადამიანებისთვის?" - თამარ ივერი

ქართველი მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს:

"დღეს რა მარქსია ჩემის მხრიდან მოსატანი,მაგრამ ვენაში ვარ,ერთ შენობას ჩავუარე და უნებურად გამახსენდა იმ შენობაში მიღებაზე ერთმა მაღალჩინოსანმა,რომელსაც რაღაც ჩვენი მართლმადიდებლობის თემაზე ვესაუბრებოდი.....უცებ გამაწყვეტინა და მითხრა:ქალბატონო თამარ ,იცით თუ არა რომ ყველანაირი რელიგია გასაბრუებელი ოპიუმივითაა ადამიანებისთვის? ყველა რელიგიურად მოაზროვნე ხალხი თვლის რომ მორწმუნე ცხოვრებით ცხოვრობს, არადა,რომ გადახედოთ მთელი მსოფლიოს ისტორიას...ყველაზე დიდი ტერაქტები, დაპრისპირებები, ომები, ფაშიზმი და ა.შ ყველაფერი რელიგიის სახელით ხდება და ყველაფრის თავში და შუაში რელიგიააო.

აბა,წარმოიდგინეთ ერთი დღით რომ მსოფლიოში საერთოდ არანაირი,არც ერთი მიმართულების რელიგია არ არსებობდეს... აი,მაშინ მიხვდებით თუ რა მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვექნებოდა ყველასო.

მახსოვს, მაშინ ძალიან დამთრგუნა მისმა სიტყვებმა" - წერს ივერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა