უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ ლეგენდარულ გუნდში მეთამაშა, სადაც ყველაფერი მოვიგეთ - კახა კალაძე
საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩის მონაწილეებმა პერსკონფერენცია გამართეს და დღეს „მიხეილ მესხზე“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრეს.
პრესკონფერენციაზე იყვნენ კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, კაკა, კლარენს ზეედორფი და იბრაჰიმ ბა.
„მადლობა ჩემს მეგობრებს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და დედაქალაქში ჩამოსვლისთვის. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ამ ლეგენდარულ გუნდში მეთამაშა, სადაც მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამიტომ, ძალიან მიხარია ჩემი მეგობრების ჩამოსვლა, თითქოს ისევ ის პატარა კალა ვარ“, - განაცხადა კალაძემ.