თეგებით ძიება

"ჰოდა ვინც ამ ჩამპალ დაბოღმილებს სიბნელეს გასაქანი მიეცით..." - თბილისში ჩაცმულობის გამო, ქალს შეურაცხყოფა მიაყენეს

ჩაცმულობის გამო, თბილისში ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი ავრცელებს:

"პლეხანოვზე ჩემს წინ მიდის ფერად სამოსში შილიფად ჩაცმული ქალი. მოპირდაპირე მხრიდან მოჩლახუნობს რაღაც გაურკვეველი არსება, ბურტყუნით, რომელსაც სქესი მამრობითი ეწერება. ბრუნდება იმ ქალისკენ და უშვერად აგინებს სამოსის გამო... (მე მაშინვე ჩემს ფერად სათვალეს ვიხსნი და ვმალავ. არ შემიძლია ეგეთებთან არც საუბარი, არც ომი )
ჰოდა ვინც ამ ჩამპალ დაბოღმილებს სიბნელეს გასაქანი მიეცით, ბნელ საკნებში ხართ დიდი ხნით გამოსამწყვდევები", - წერს მეტრეველი ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა