თეგებით ძიება

"რუსული გალობა ქართულ ეკლესიაში სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემაა, სანამ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა გახლეჩილი აქვს რუსეთს" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ სვეტიცხოველში რუსული გალობა ისმის:

"კი, რუსული გალობა ქართულ ეკლესიაში და მით უფრო ტაძართა ტაძარში, სვეტიცხოველში, "პრობლემაა", სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემა, სანამ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა გახლეჩილი აქვს რუსეთს და სანამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე მართლმადიდებლურ ტაძრებში ქართული გალობა არ ისმის. აი, რომ აღარ იქნება ასე, მერე ყველა ენაზე ერთად ვიგალობოთ ქრისტიანებმა. ხო, ისა კიდევ, მაგ დროს რუსეთში ჩინურ-ბუდისტური მანტრებიღა გაისმება მხოლოდ და მით უფრო მადლი იქნება, ვუგალობოთ სლავური საგალობლები, გავახსენოთ კეთილად", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა