თეგებით ძიება

ფოტოგრაფს, რომელიც რადიკალებმა 5 ივლისს ცემეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს გიორგი ნიკოლიშვილის, რომელიც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე რადიკალებმა ცემეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

როგორც ფოტოგრაფის უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, გიორგი ნიკოლიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის პროცესს აგრძელებს.

მას დაზარალებულად ცნობის დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა