თეგებით ძიება

"ტანკის ლულა ღრმა ფარულ სექსუალურ განცდებთან არის დაკავშირებული" - რომან გოცირიძე გურამ ფალავანდიშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გურამ ფალავანდიშვილის განცხადებას ეხმაურება:

"ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით, ტანკის ლულა ღრმა ფარულ სექსუალურ განცდებთან არის დაკავშირებული. მოძალადე ჯგუფების ლიდერების ცნობილი შფოთვები, რომ ანტიდისკრიმინაციული აქციის მონაწილეები ტანკებით მოდიან და ამ ტანკებს ძირს დაუწვებიან, დიდი ფსიქოანალიტიკური ინფორმაციის მატარებელია.

აგრესიის შემცირების მიზნით კარგი იქნება, თუ მთავრობა შემოიღებს სახაზინო ფსიქოანალიტიკოსის სამსახურს. როცა ვინმეს მოელანდება ქუჩაში ტანკი ან სიზმარში ნახავს რაიმე გრძელლულიანს (ქოლგასაც-ოღონდ დაკეცილ მდგომარეობაში), მიმართავს ფსიქოანალიტიკოსს. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება ძალადობები აღნიშნულ ნიადაგზე", - წერს გოცორიძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ფალავანდიშვილმა განაცხადა:

„ყველა ამბობდა, რომ თუ პრაიდი შედგება, ჩვენ, მაგალითად, მზად ვიყავით, რომ თუ ტანკებით დაიძრებოდა პრაიდი, რაც მოხდა სერბეთში, ჩავწოლილიყავით ტანკების ქვეშ და გაგვეწირა თავი“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა