თეგებით ძიება

"ამაშუკელი, ტ..... კი დააყე , თამაშს უკელი" - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პოეტ რეზო ამაშუკელზე სოციალურ ქსელში წერს:

"რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში სრულიად ჟურნალისტიკას რომ ლანძღავს უშვერი სიტყვებით, "ღორებად" მოიხსენიებს ყველას და ჯანსუღის- მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა მრავალი წლის წინ:" ბიჭო რეზო , ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი " რაგატკას" არ გესვრის არავინო"( ხუმრობას ზუსტად ვციტირებ) რატომ მომაგონდა ახლა?! გეტყვით : " ჯანსუღას გოგოო" ასე მიხსენიებს , მე კი ბედნიერი ვარ რომ ვაჟკაცი კაცის და უუუმაგრესი პოეტის ჯანსუღის შვილი ვარ ( მადლობა ღმერთს). უბრალოდ შევახსენებ ამაშუკელს, რომ ჯანსუღს "ჯანსუ-ღა " თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში თქვენ და ისიც კარგად ახსოვს მამას დიდ სამეგობროს ოპერის სცენიდან თქვენი (ყველასთვის ცნობილი )უმსგავსობის გამო , ჯანსუღის - თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა : " ამაშუკელი, ტ..... კი დააყე , თამაშს უკელი( ამასაც მომიტევეთ ვციტირებ) ასე რომ ცოცხალ ვაჟკაცებს ვერ ესაუბრებოდით და მკვდრებთანაც ფრთხილად იყავით, რა ვიცი წამსველები ვართ ყველანი იმ ქვეყნად და ერთი "ალიყური " იქ არ მოგდონ, მაგარმა პოეტებმა და მწერლებმა, ნუგზარ ფოფხაძე იქ ხომ ვეღარ გიშველით!", - წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა