"თავში უნდა გვესროლა" - ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრილ რუს ტურისტებს ემუქრებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ პიცუნდაში დაჭრილ რუს ტურისტებსა და მათ ახლობლებს სოციალურ ქსელში ემუქრებიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"გვწერენ: "თქვენთვის თავში უნდა გვესროლა, რატომ განაცხადეთ პოლიციაში? თქვენ "კანონიერი ქურდისთვის" უნდა მიგემართათ - აფხაზეთში პრობლემებს ისინი აგვარებენ", - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული, ტიმურ სალიმგარიევი.
სალიმგარიევის თქმით, მას და მეორე დაზარალებულს ადანაშაულებენ, თითქოს, მათ მოახდინეს თავდამსხმელის პროვოცირება.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ რესტორანში რუსეთის მოქალაქეების ტიმურ სალიმგარიევსა და ალექსანდრ ფილოიანის დაპირისპირება მოხდა ოკუპირებული გუდაუთის მკვიდრ დიმიტრი ფილიას შორის. ფილიამ რუსი ტურისტები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიმდინარეობს საქმის გამოძიება.