თეგებით ძიება

"ის, რაც პაპუაშვილმა იკადრა, როცა ტრიბუნიდან ძალისძალად ჩამოათრია ქალი კოლეგა, კი იმსახურებს გაპანღურებას პარლამენტიდან" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი პარლამენტში დღეს, ენმ-ის წევრის, თიკა ბოკუჩავას მიმართ განხორციელებულ ქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ძალიან არ მომეწონა მე პირადად წიოკი და გაწევ-გამოწევა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ვფიქრობ, ამგვარი კონფლიქტები ხელისუფლებით უკმაყოფილებას კი არ ამრავლებს, არამედ საპროტესტო მუხტს უფრო აზიანებს, მაგრამ ის, რაც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა იკადრა, როცა მანდატურის და ორკის ფუნქციები წარმატებით შეითავსა და ტრიბუნიდან ძალისძალად ჩამოათრია ქალი კოლეგა, კი იმსახურებს ოცნების ამ ახალი სახის გაპანღურებას პარლამენტიდან. მას არანაირი მორალური უფლება არა აქვს თუნდაც ამ პარლამენტის დეპუტატი იყოს", - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა "ქართული ოცნების" დეპუტატებს ძალადობაში ადანაშაულებს. ბოკუჩავას თქმით, მასზე ჯერ ლევან მგალობლიშვილმა იძალადა, შემდეგ კი, როცა კახა კუჭავასთან მიდიოდა, შალვა პაპუაშვილმა გამოიყვანა ის ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა