თეგებით ძიება

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ" - შალვა პაპუაშვილის პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავასთან ინციდენტის შემდეგ

თინასთან ვწუხვარ, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპაუტატი, შალვა პაპუაშვილი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მან ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩა ტრიუბნას ძალის გამოყენებით მოაცილა.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?
ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.
ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.
თინასთან ვწუხვარ", - წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.


შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა "ქართული ოცნების" დეპუტატებს ძალადობაში ადანაშაულებს. ბოკუჩავას თქმით, მასზე ჯერ ლევან მგალობლიშვილმა იძალადა, შემდეგ კი, როცა კახა კუჭავასთან მიდიოდა, შალვა პაპუაშვილმა გამოიყვანა ის ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა