თეგებით ძიება

"ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის...დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სამეგრელოში ვიზიტების და მეგრული სტუმარ-მასპინძლობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლო წლებია, საქართველოში ყველაზე მეტი სოფელი სამეგრელოში მოვამარაგეთ წიგნებით, რაც ამავდროულად ნიშნავს - სიმსუქნისკენ მიდრეკილება რომ მქონოდა, აქ ვერცერთ სურათში ჩავეტეოდი. მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია - ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომზე თეთრ დროშას - დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა