თეგებით ძიება

კაცმა ყოფილი ცოლი იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა - მან სიმამრიც მოკლა, ქალის ძმა და დედა კი დაჭრა

მარნეულის სოფელ ზემო სარალში ყოფილმა ქმარმა 28 წლის ქალი და მისი მამა მოკლა. ასევე, დაჭრა ქალის დედა და ძმა. დეტალებს მედიას ოჯახის წევრები უყვებიან. მათი თქმით, ქალი კაცს 2 თვის წინ გაშორდა.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა.

მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ყოფილი სიმამრი მოკლა, ძმა და ყოფილი სიდედრი კი დაჭრა.

ღამის 2 საათზე ყოფილი სიძე ნასვამი შევარდა, ესროლა ყოფილ ცოლს, 28 წლის გოგოს და ადგილზე ჩაცხრილა. რომ დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად მოკლა, შემდეგ მანქანით გადაუარა. ხმაურზე გადავიდა მამა, მასაც ესროლა და ადგილზე მოკლა. შემდეგ სახლში შევარდა და დედა და ძმა ჩაცხრილა. ისინი გადარჩნენ, ახლა დაჭრილები არიან, საავადმყოფოში გადაიყვანეს მათი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ახალგაზრდა კაცი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა