თეგებით ძიება
21. 07. 2021 მსოფლიო

კაცი კოვიდსასტუმროს მე-4 სართულიდან ზეწრების თოკის გამოყენებით გაიქცა

39 წლის კაცი ავსტრალიის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს მე-4 სართულიდან ზეწრებისგან გაკეთებული თოკის საშულებით გაიქცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შტატ დასავლეთი ავსტრალიის პოლიციის განმარტებით, ბრისბენიდან ორშაბათს ჩასულმა კაცმა არ დააკმაყოფილა შტატში შესვლის მოთხოვნები, სადაც კოვიდპანდემიის გამო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს.

კაცს განუმარტეს, რომ მას უნდა დაეტოვებინა დასავლეთი ავსტრალია 48 საათის განმავლობაში, მანამდე კი ის სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

კაცი საკარანტინო სივრციდან, სავარაუდოდ, შუაღამით გაიქცა. ის პოლიციამ დილით დააკავა და კოვოდრეგულაციების დაუმორჩილებლობის გამო ბრალიც წარუდგინა.

პოლიციის ინფორმაციით, 39 წლის კაცი კოვიდუარყოფითია.

ცნობისთვის, ავსტრალიაში კორონავირუსის "დელტა" შტამის აფეთქებაა, რის გამოც მკაცრი რეგულაციები მოქმედებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა