TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • "უკვე ნელ-ნელა მივეჩვიე მისგან ასეთი შინაური თემების დაუკითხავ "დაფაბლიქებას" - რას წერს თამარ ივერი მარიამ კუკუნაშვილზე

    ქართველი სოპრანო, თამარ ივერი სოციალურ ქსელში ქველმოქმედებასა და "სუროგაციის ცენტრის" დამფუძნებელ მარიამ კუკუნაშვილზე წერს:

    "მოკლედ,ჩვენი მარიამი "In action"
    მინდა გავაკეთო განმარტება.დიახ,არსებობს დედაო,რომელიც ძალან კეთილი და მოკრძალებული ადამიანია.ის ჯანმრთელობით არ არის კარგად.შაქარი და სხვა ვერაგი დაავადებები აწუხებს.მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ ოჯახით.ამ დედაოს აქვს მთაზე,ზემოთ ძალიან მაღალზე სამლოცველო,სადაც იქვე ცხოვრობს კიდეც.მას მთელი მისი შემოსავალი ეხარჯებოდა ტაქსებში.და თანაც არც თუ ისე ცოტა.ასვლა 10₾ -15₾ ჩამოსვლაც ასევე.ერთხელ ცუდად გახდა,შაქარი დაუვარდა და ჩემი მეუღლე რომ იქვე ახლოს არ ყოფილიყო და მანქანით არ მივარდნილიყო,შეიძლება გარდაცვლილიყო კიდეც.სადაც ის ცხოვრობს,იმ მინდორს მისამართი არა აქვს და იყო საშიშროება რომ სასწრაფო დახმარება იქ ვერ მიაგნებდა.არადა,სასწრაფოში ოფიციალურად მისამართი უნდა დაფიქსირდეს.ასევე ვერ აგნებდნენ ტაქსები და სულ წვალობდა.რადგან დედაოს ადრე მანქანა ჰყავდა და ტარების აღდგენა შეეძლო,ამ მოტივით მისმა მრევლმა და მეც შევუგროვეთ მას მცირეოდენი თანხა რომ რაღაც იაფი ჯიპი(ჯიპი თუ ავა იმ მთაზე მარტო) გვეყიდა.მართლაც მადლი ვქენით,შევუგროვეთ და იყიდა ძველი,იაფფასიანი მანქანა რომ მას ელემენტარულად ოდნავ მაინც გაადვილებოდა ცხოვრება.თანხის შეგროვებაში როგორც მე გავიღე "შემოწირულობა" ასევე ვთხოვე მარიამს,იცოდა რა მისი მძიმე მდგომარეობა...ასევე შეეხიდა ბატონი მამუკა ხაზარაძე(დიდი მადლობა მას ამისთვის) ასევე ნინო ნადირაძე და ძირითადად მისი მრევლი.საბედნიეროდ დედაომ ცოტა ამოისუნთქა და მოეხსნა იქ ასვლის პრობლემა.

    Recruiters.ge
    არ ვიცი საერთოდ რა აუცილებლობა ან საჭიროება იყო ამ უშუალოდ საქველმოქმედო თემის ასეთ, ცოტა ლუქსუს სტილში(ჯიპი უყიდა) კონტესტში საერთოდ გაჟღერება, მაგრამ მარიამი ჩემი მეგობარია, უფრო მეტიც, ჩემი ლიზიკოს ნათლიაა, ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ უკვე ნელ-ნელა მივეჩვიე მისგან ასეთი შინაური თემების უეცარ, დაუკითხავ "დაფაბლიქებას", თუმცა ბიპოლარული აშლილობის მახასიათებელი სპონტანურობა მაქვსო რადგან ასე საჯაროდ ამბობს..... მეც გაგებით ვეკიდები მის ასეთ "სიურპრიზებს", - წერს თამარ ივერი ფეისბუქზე.
    4 878 ნახვა
    ალფა სახლი

    Recruiters.ge
    Face ამბები