თეგებით ძიება

"შემოვდივარ წინადადებით, მოძალადეების მიმართ დაწესდეს გაწკეპლვა. ჩვენი ვირი დეპუტატებისათვის ეს უფრო ქმედითი ზომა იქნება, ვიდრე ფულადი სასჯელი" - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის:

"პარლამენტში დაიწყო პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ეთიკის საბჭოზე ქართული ოცნების იმ დეპუტატების დასჯას, რომლებიც ხელით შეეხნენ ქალ დეპუტატებს ოპოზიციიდან და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მათ გამოთრევას სხდომათა დარბაზიდან. ამის უფლება რეგლამენტით აქვს მხოლოდ მანდატურს. სასჯელის სახით გათვალისწინებულია გარდა გაკიცხვისა, ფულადი ჯარიმაც. შემოვდივარ წინადადებით, რეგლამენტში შეტანილი იქნას ცვლილებები და ასეთი მოძალადეების მიმართ დაწესებული იქნას გაწკეპლვა. სინგაპურის სასამართლო სისტემაში ეს მეთოდი დღემდე გამოიყენება.
ჩვენი ვირი დეპუტატებისათვის ეს უფრო ქმედითი ზომა იქნება, ვიდრე ფულადი სასჯელი", - წერს გოცოროძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შსს-ს მინისტრის სიტყვით გამოსვლის წინ, დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა პერფორმანსი გამართეს - მათ პრემიერ ღარიბაშვილისა და "ტვ პირველის" გარდაცვლლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პლაკატები გაშალეს, რასაც ხმაური მოყვა. ინციდენტის დროს "ნაცმოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ტრიბუნას ძალის გამოყენებით მოაშორეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა