თეგებით ძიება

"სინოფარმით" აცრილ ჩემს შვილს, სავარაუდოდ, დელტა შტამი დაუდგინდა..." - რას წერს ეკა გაბაშვილი

სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ეკა გა­ბაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ მის 22 წლის შვილს, რო­მე­ლიც "სი­ნო­ფარ­მით" არის აც­რი­ლი, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და.

გა­ბაშ­ვი­ლის თქმით, ახალ­გაზ­რდას სა­ვა­რა­უ­დოდ, დელ­ტა შტა­მი და­უდ­გინ­და და მის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნამ ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვა.

"ვფიქ­რობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ გა­გი­ზი­ა­როთ. და­ი­დო სი­ნო­ფარ­მის დელ­ტა შტამ­თან ეფექ­ტუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სტა­ტი­ე­ბი, რაც პი­რა­დი ამ დღე­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო.

ჩემს შვილს, რო­მე­ლიც სი­ნო­ფარ­მის ორი­ვე აც­რით არის და გა­სუ­ლია ერთი თვე 12 დღის წინ და­უდ­გინ­და კო­ვი­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ დელ­ტა შტა­მი. სა­ნამ სიმპტო­მი გა­მოვ­ლინ­დე­ბო­და 6 ოჯა­ხის წევრთან ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით ზღვა­ზე სამ ჩვენ­განს ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მათ შო­რის 4 წლის ძმის შვილს. ვცხოვ­რობ­დით ერ­თი­და­ი­გი­ვე ოთახ­ში.სწრა­ფი ტეს­ტის და­დას­ტუ­რე­ბი­დან იმა­ვე დღეს გა­ვუ­კე­თეთ პი­სი­არ ტეს­ტი, რი­თაც დად­გინ­და რომ ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იყო კონ­ცეტ­რა­ცია ვირუ­სის, რაც გავ­რცე­ლე­ბის მხრივ ძა­ლი­ან სა­ში­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

12 დღის თავ­ზე და სამი პი­სი­ა­რის ფონ­ზე( თვა­ლი რომ გვე­დევ­ნე­ბი­ნა ვირუ­სის ქცე­ვა­ზე ამი­ტომ ოთხ დღე­ში ერთხელ პი­სი­არ ტესტს იკე­თებ­და) - ექ­ვსი კონ­ტაქ­ტუ­რი ოჯა­ხის წევ­რი­დან არ­ცერ­თს არ დაგ­ვი­დას­ტურ­და, ანუ არ­ცერ­თს არ გა­დაგ­ვე­დო და თა­ვად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა, რო­მელ­საც ვირუ­სის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცუ­დად უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ით­ვლე­ბა რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნა.

ოჯახ­ში ყვე­ლა ვართ აც­რი­ლე­ბი გარ­და ოთხი წლის ოჯა­ხის წევ­რი­სა. სი­ნო­ფარ­მის ვაქ­ცი­ნამ გარ­და იმი­სა რომ თვი­თონ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­იც­ვა მძი­მე ფორ­მის­გან, ვირუ­სის გა­და­დე­ბის პრო­ცე­სიც თა­ვი­დან­ვე თით­ქმის არ იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით აუც­რელ პა­ტა­რა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით. ყვე­ლა აც­რამ იმუ­შა­ვა სას­წა­უ­ლად.

ოჯახ­ში ასა­კობ­რი­ვი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ით აც­რი­ლე­ბი ვართ, უფ­რო­სე­ბი ფა­ი­ზე­რით და ას­ტრა ზე­ნე­კა­თი, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა სი­ნო­ფარ­მით და სი­ნო­ვა­კით P.S. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­მა­ტო, რომ ყვე­ლას ხალხ მრა­ვალ ად­გი­ლებ­ში მა­ნამ­დეც გვე­კე­თა პირ­ბა­დე­ე­ბი.ზღვა­ზე და­დას­ტუ­რე­ბის წა­მი­დან, სა­ნამ წა­მოს­ვლას და­ვა­ორ­გა­ნი­ზებ­დით, ყვე­ლამ ასე­ვე პირ­ბა­დე­ე­ბი მო­ვირ­გეთ და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი ასე­ვე ვმოქ­მე­დებ­დით ხელ­თატ­მა­ნე­ბით პირ­ბა­დე­ე­ბით და უმ­კაც­რე­სად და­ცუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით.ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას" - წერს გა­ბაშ­ვი­ლი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა