თეგებით ძიება

"დავიწყებ ბოდიშით...ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისში "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატების გავრცელებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დავიწყებ ბოდიშით.
ძალიან, ძალიან ვწუხვარ რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს და ინერვიულეს. განსაკუთრებით ვიდარდე ანდრიაზე, რომელიც პატარაა. არასრულწლოვან ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის, ბაბუის, ბიძის პოლიტიკური ბატალიები და ჩემგან, პერსონალური ბოდიში მათ.
მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს რა პოლიტიკური ენაა, ან რა სურათებია და შემთხვევით ამ ადამიანებსაც ხომ არ ჰყავთ შვილები, სისხლის ფერში გახვეულ მშობლებს რომ დაინახავენ ყველგან, ქალაქის მასშტაბით.

ან, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ.

ასე ფიქრობთ არჩევნების ჩატარებას, რომელსაც სიცოცხლით სავსე ქალაქი ჰქვია? თუ, ნაციონალების ამომრჩევლისთვის სისხლს აანონსებთ?!
იმედია ეს ყველაფერი ქალაქიდან გაქრება. მგონია რომ თქვენივე მერობის კანდიდატი ამას არ მოგიწონებთ, სხვანაირად გამოდის სისხლით სავსე ქალაქი. და იმედია აღარავის შვილი აღარ დაისტრესება მშობლის გამო", - წერსჟორჟოლიანი ფეისბუქზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა