თეგებით ძიება

"მას შემდეგ, რაც კორონავირუსით 2 ჩვილი გარდაიცვალა, საყოველთაო ნათლობის ჩატარება უპასუხიმგებლო საქციელია" - რომან გოცირიძე

ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე დღეს, სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობის გასამართ ღონისძიებას ეხმაურება და მას უპასუხისმგებლო საქციელად მიიჩნევს.

"სამთავრობო ექიმებმა, ხუთ კაცზე მეტი თუ შეიკრიბებით, პირბადე ატარეთო და დისტანცია მაინც დაიცავითო. საინტერესოა, რას იტყვიან დღეს სამებაში გასამართ ჩვილ ბავშთა საყოველთაო ნათლობაზე, სადაც 1600 ბავში მოიყრის თავს.
იმედია, პირბადის ტარებისკენ მაინც მოუწოდებენ სასულიერო პირებს.

მას შემდეგ, რაც სულ ახლახან ორი ჩვილი ბავში გარდაიცვალა და ისიც ცნობილია, რომ ინდური შტამი თანაბრად არ ინდობს არც დიდსა და არც პატარას, საყოველთაო ნათლობის ჩატარება არის უპასუხიმგებლო საქციელი", - წერს გოცირიძე ფეისბუქზე.


შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, სამების ტაძარში, ჩვილთა 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, რომლის ფარგლებში 1600-მდე ბავშვის ნათლობა იგეგმება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა