თეგებით ძიება

"დიახ, მე მეშინია ვაქცინის!..18 თვეა ვარ ჩუმად და ხმას არ ვიღებ..." - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია კოვიდვაქცინებთან და ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, მომიწია ვირუსის სახელის გადაკეთება, რადგან იბლოკება პოსტი!!!!
ქვემოთ მოყვანილი სტატია აის 2020 წლის 9 იანვარის. ანუ, 20 დღით ადრე სანამ მსოფლიო აყირავდებოდა....
გვირგვინ-ვირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს გამოაცხადა საერთაშორისო საფრთხედ.
სიმპტომები ტიპიური იყო, ანუ, ზუსტად ისეთი, რაც გვირგვინოსანის უმძიმეს ფორმას ახასიათებდა.
45 დღე გამიგრძელდა სუნთქვითი, კუნთოვანი სისტემის, ძვალ-სახსრების პრობლემები.
ავიკიდე დიაბეტი.
მარჯვენა ფილტვის ქვედა წილში დამიტოვა სერიოზული დაზიანება.
მე ეს გადავიტანე!!!!!,,,,,,,,,, სახლში... მარტომ...
18 თვეა არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრები, არც უახლოესი გარემოცვა კოვიდით არ დაავვადებულვართ.
18 თვეა ვასრულებ ყველა მოთხოვნას, ყველა რეკომენდაციას.
18 თვეა ვარ ჩუმად და ხმას არ ვიღებ.
და მაინც... 30 ივლისს ვარ დარეგისტრირებული აცრაზე.
ამ გადაწყვეტილების ერთად-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ არ გავმხდარიყავი საფრთხის მატარებელი იმ ადამიანებისთვის ვინც მიყვარს, ვის მიმართაც ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
მინდოდა ვყოფილიყავი უსაფრთხო და მისაღები ჩემი გარემოცვის უსაყვარლესი წევრებისთვის.
დიახ, მე მეშინია ვაქცინის!!!..
დიახ, მეშინია არსებული 4-ივე ტიპის ვაქცინის...
1.ტრადიციული მეთოდით -ინაქტივირებული ვირუსით შექმნილის.
2.სპაიკ-პროტეინის - ვირუსის რეკომბინირებული ცილის ნაწილის შეყვანის მეთოდი. 3.კორონავირუსის გენის- სპაოკ-პროტეინის გენის მიბმის მეთოდი რომელიმე გადამტანთან.
......და ყველაზე მეტად მეშინია
4. მესენჯერ-რნმ-ის !!! დიახ, რიბონუკლენის მჟავის შეყვანის ორგანიზმში, რომელმაც ჩემ ორგანიზმში უნდა გამოიმუშაოს პროტეინი, რომლის მიმართაც ჩემმა ორგანიზმმა მერე.... მეეერეეე... უნდა გამოიმუშაოს იმუნური პასუხი!!!
მერე როდის, ჩემო კარგებო?,,, რამდენი წელი სჭირდება რიბონუკლეინის მჟავას ჯაჭვის ჩამოყალიბებას???... ან რა შედეგს გამოიღებს ეს გენეტიკური ექსპერიმენტი?...
მე ჯანდაბას! მაგრამ თქვენ?... ჩემი შვილები?... ჩემი შვილიშვილები?...
აქვე გეტყვით, რომ შიში დაძლევადია... მაგრამ რა ვუყო იმას, რომ არ ვენდობი და ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს ვაქცინების მიმართ. ვერც ერთი ვაქცინა ვერ გახდა სტატისტიკურად დამაჯერებელი. უფრო მეტიც, ვაქცინა ეფექტურია, თუ ხდება შესაძლებელი:
1. დაავადების განვითარების დაბლოკვა.
2. მძიმე ფორმის განვითარების დაბლოკვა.
3. ინფექციის მესამე პირზე გადაცემის დაბლოკვა.
4. ვაქცინირებულისგან მესამე პირის დაინფიცირების პერიოდის შემოკლება.
აბა, მითხარით, რომელი პუნქტის შესრულებაა გარანტირებული ვაქცინაციის შემდეგ?....
მე გეტყვით,.... არც ერთის... მე-2 პუნქტის გარდა... ისიც მეტ-ნაკლებად...
ანუ, მე რომ ავიცრები 30-ში, ერთადერთი, რა შედეგსაც მივიღებ, საკუთარი თავის გადარჩენაა ინფექციის მძიმე ფორმისგან....ისიც მეტ-ნაკლებად... ანუ, ან გადავრჩები, ან არა...
ჰო და, ახლა მინდა გავერკვე საკუთარ თავში. დავიჯერო ფაუჩის და გამყრელიძეს უფრო ვუყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს ჩემი თავი?....
დავიჯერო, მე რომ 2-ჯერ აცრილი ვიტანტალებ მთელ მსოფლიოში და ხან ერთ შტამს ავიკიდებ და ხან მეორეს, მერე რესტორანში რომ შემიშვებენ და ვინმე ქრონიკული დაავადებებით სავსე ადამიანს, ჩემსავით 2-ჯე აცრილს, შევაფრქვევ ჩემში უსიმპტომოდ ჩაბუდებულ შტამებს, უფრო უსაფრთხო და საყვარელი ვიქნები ჰო?...
ჰო, აბა!!!.. მთავარია, ვაქცინა მექნება გაკეთებული... დანარჩენს მო....ია პატრონი!!!!", - წერს ხოფერია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა