თეგებით ძიება

" სრულ კატასტროფამდე მივალთ... ბოდიში სუფთა ჰაერის მოყვარულებთან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის" - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ეპიდვითარების გაუარესების გამო, პირბადის ტარების აუცილებლობაზე სოციალურ ქსელში წერს.

"უნდა დაბრუნდეს ნიღბის სავალდებულო ტარება ყველგან. ეს არის ყველაზე ნაკლებ დამაზიანებელი რეგულაცია ყველასთვის და ეკონომიკისთვისაც. ასე თუ გაგრძელდა სრულ კატასტროფამდე მივალთ და მართლა სრული ჩაკეტვა მოგვიწევს, რომ აღარაფერი ვთქვათ მსხვერპლზე, რაც უახლოესი ორი თვის მანძილზე იქნება. ბოდიში სუფთა ჰაერის მოყვარულებთან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართელოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 3600-ს გადააჭარბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა