თეგებით ძიება

"მტკივნეულია, როცა ვიღაცის უპასუხისმგებლობითა და უკულტურობით ინფიცირდები" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საქართველოში ეპიდვიტარების გაუარესების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"3666 კოვიდდადებითი დღეს, 27 ივლისს!!!
საგანგაშო რიცხვია.
26 ათასმდე აქტიური შემთხვევაა.
იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა.
მოშლილია სახელმწიფო კონტროლი რეგულაციებზე, უგულებელყოფილია პირადი პასუხისმგებლობა.
ამის გამო, იღუპებიან ადამიანები და თითოეული ჩვენგანის უპასუხისმგებლობამ, შეიძლება სწორედ ჩვენი ძვურფასი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვიოს.

კოვიდ 19-სგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ მტკივნეულია, როცა ვიღაცის უპასუხისმგებლობითა და უკულტურობით ინფიცირდები.
ჯანმთრლობას გისურვებთ", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართელოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 3600-ს გადააჭარბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა