თეგებით ძიება

"ამათ ქუჩაში მედიის ხოცვა-ჟლეტვა აქვთ გადაწყვეტილი...პარალელურად "მთავარ არხს" შეუსიეს ფინანსური" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობასა და ზეწოლაზე სოციალურ ქსელში წერს.

"აგიჟებენ და აგიჟებენ თავიანთ ჩლუნგებს, რომ მედიას დაესხნენ თავს. წახალისებული და დაგეგმილი თავდასხმები გრძელდება ჟურნალისტებზე. ამათ მართლა ქუჩაში ,მედიის ხოცვა-ჟლეტვა აქვთ გადაწყვეტილი. თანაც 37-იანი რეპრესიების მსგავსად, ხალხის სახელით ,, ხალხის მტრების ,,წინააღმდეგ,, -ჩვენგან რომ ცდილობენ შექმნან თავიანთი საბჭოთა პროპაგანდით.

პარალელურად დაიწყეს ტვებში შესვლაც. ,,მთავარ არხს,, შეუსიეს ფინანსური. ხოდა, მერამდენედ ვამბობ, როცა თქვენ მოგადგებიან , ახლა რომ ჩუმად სხედხართ სახლებში, ვეჭვობ, მიკროფონიც აღარ იქნება ამ ქვეყანაში მაგ დროისთვის,სადაც თქვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე ისაუბრებთ. ზოგი კია მაგის ღირსი, საერთოდ აღარ არსებობდეს კრიტიკული მედია. მაგრამ მთელი ქვეყნის ინტერესს მაგ ზოგს ხომ არ გადავაყოლებთ. ნიკა გვარამია მაგრად სდექთ!! ფიზიკურად ვერ,მაგრამ გულით თქვენთან ვარ!", - წერს გრიგოლია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დირექტორის ინფორმაციით, კომპანიაში საგადასახადო ინსპექცია შევიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა