თეგებით ძიება
28. 07. 2021 მსოფლიო

საქართველომ ანექსირებული ყირიმისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

5 ქვეყანა - საქართველო, ალბანეთი, მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეუერთდა, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა აღნიშნულია.

სანცქციები 2022 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა.

სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან წარმოებული პროდუქციის მიზნობრივ იმპორტზე, ასევე ინფრასტრუქტურულ ან ფინანსურ ინვესტიციებზე და ყირიმსა ან სევასტოპოლში ტურისტულ მომსახურებაზე ვრცელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა