"16:44 საათზე, დღეღამტოლობაა..." - ნახეთ, ასტროლოგის რჩევა
ასტროლოგ ქეთი ოდიშელის ინფორმაციით, 23 სექტემბერს, 16:44 საათზე დღეღამტოლობა გვაქვს.
"ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ახლა ჩაატარეთ დიდი დასუფთავება, როგორც ფიზიკურ დონეზე, ასევე სულიერ და მენტალურ დონეზე. რომელიმე ერთის გამოკლებით წმენდა არ ხდება!
მზის ჩასვლისას - შებრუნდით დასავლეთისკენ და გააცილეთ მზე ჰორინტზე. მასთან ერთად გაუშვით ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან, რისი გაშვებაც, დასრულებაც გინდათ.იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, ყოველი ტკივილისთვის და ყოველი ღიმილისთვის ამ სეზონის სიმბოლო სასწორია. ის მართალია ვენერას შვილია, მაგრამ არა სიყვარულის და განცდების იდეის გამო...სასწორი უნდა გვახსენებდეს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში ბალანსი და ზომიერებაა... არ არის საჭირო იყოთ წმინდანი, ნურც ეშმაკის სახეს შექმნით საკუთარი თავისგან, თქვენ ხართ ადამიანი, შემოქმედის მშვენიერი, უნიკალური ქმნილება.
დაასრულეთ უსარგებლო კავშირები, დახურეთ უსიამოვნო მოგონებების წიგნი, მოიშორეთ ყველაფერი ძველი, გატეხილი, გაბზარული, გახეული...აი გატეხილს გულს კი თვითშეფასებაზე მუშაობით უმკურნალებთ და კიდევ იმით რომ ილუზიურ მდგომარეობაში აღარ დარჩებით და დაასრულებთ უსარგებლო კავშირებს. სიყვარული არც ტანჯვაა და არც ტკივილი, დაივიწყეთ... სიყვარული არის კომფორტული მდგომარეობა, როდესაც მარტოც კარგად ხარ, მაგრამ აი კონკრეტულ ადამიანთან ცხოვრება უფრო გემრიელია...
შეხვდით მზის ამოსვლას 22 სექტემბერს , გადით აივანზე, ან ღია ფანჯრიდან, სახით აღმოსავლეთისკენ, მიესალმეთ მზეს (სასურველია გაიატრი მანტრის ფონზე) მიესალმეთ თქვენი და თქვენი სამყაროს ახალ ციკლს, ახალ დღეს.გამოხატეთ მადლიერება და გაუკეთეთ თქვენს საყვარელ ადამიანს საჩუქარი
p.s. არ გამოტოვოთ ამ დღის "ოქროს წუთი" (22:09 სთ ზე)", - წერს ქეთი ოდიშელი.