თეგებით ძიება
28. 07. 2021 მსოფლიო

მე შუა ხნის კაცი ვარ და არა 5 წლის ბავშვი, ვენტვორთ მილერი

ტელესერიალ „გაქცევის" მსახიობი, ვენტვორთ მილერი ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ აუტიზმი დაუდგინდა.
მსახიობი ამბობს, რომ მას ამ შემოდგომას ერთი წელი შეუსრულდება, რაც ეს დიაგნოი დაუსვეს.
მილერი ამბობს, რომ ამაზე ადრეც ფიქრობდა, რაც მოგვიანებით საბოლოო დიაგნოზმაც დაადასტურა.
„მე შუა ხნის კაცი ვარ და არა 5 წლის ბავშვი. და ვაცნობიერებ, რომ დიაგნოზირების შესაძლებლობა არის პრივილეგია, რაზეც ბევრს არ მიუწვდება ხელი“, – წერს მსახიობი ინსტაგრამზე. მილერი 49 წლისაა.
მსახიობს არ სურს ისაუბროს მისი დაავადების შესახებ, რადგან თვლის რომ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნია მასზედ სალაპარაკოდ.
ამავდროულად ამბობს, რომ არ სურს ისაუბროს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების თემის ნაცვლად და ამით თემს დამატებითი ზიანი მიაყენოს.
„მხოლოდ მსურს, ხელი ავწიო და ვთქვა: მეც აქ ვარ. და დიდი ხანია, აქ ვარ, უბრალოდ ეს გაცნობიერებული არ მქონდა“, – წერს მსახიობი ინსტაგრამზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა