თეგებით ძიება

"კარგი ამბავი მაქვს, მეგობრებო..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფქისოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კარგი ამბავი მაქვს მეგობრებო, პანდემია საბოლოოდ მაინც რადგან ყველას შემოგვიტევს, აბსოლუტურად ყველა გამოვშტერდებით და სხვების სიშტერე ნერვებს აღარ მოგვიშლის და აი მაშინ გავხდებით ბედნიერები, რადგან ბრაზის საფუძველი გამოგვეცლება და მთელი პლანეტა ვიცხოვრებთ ერთ დიდ მეგობრულ, ცოტა შტერ, მაგრამ კარგი გულის ოჯახად.

ცივილიზებული უცხოპლანეტელები თავიანთ შვილებს ტელესკოპში გამოახედებენ და ეტყვიან, ნახე მამიკო/დედიკო, უტვინოების პლანეტა რა ლამაზია, გადასარევი ბუნება აქვთ", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ბრიტანელი მეცნიერების კვლევით, კორონავირუსი ინტელექტის დონეს აქვეითებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა