თეგებით ძიება

"ვანეიტრალებთ "ოცნების" მიერ კარგად დაგეგმილ ტროლ-ბოტებით ხალხის ფრუსტრირების კამპანიას" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის მიერ ე.წ. ტროლ-ბოტების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მთავარი არხის" გადაწყვეტილებით, ფბ პეიჯმა დაიწყო ტროლ-ბოტების დაბლოკვის ფართომასშტაბიანი სამუშოები. ამას მოყვა რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ტროლ-ბოტის იდენტიფიცირება და 2 მილიონზე მეტი კომენტარის წაშლა. რიჩის, ანუ ე.წ. წვდომის შემცირება ამის თანმდევი შედეგია, თუმცა, ჩვენ ამოვდივართ ჩვენი მაყურებლის ინტერესიდან და ვანეიტრალებთ ოცნების მიერ კარგად დაგეგმილ ტროლ-ბოტებით ხალხის ფრუსტრირების კამპანიას.

ასევე, ვიდრე პროცესი მიმდინარეობს (რამდენიმე დღეში მორჩება), შეფერხებები იქნება პეიჯის მუშაობაში, რაზეც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გმადლობთ, რომ თვალყურს გვადევნებთ. მთავარი ხართ თქვენ (და არა რიჩი)", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა