თეგებით ძიება

"გული მეწვის..."ბორჯღალოსნების" მწვრთნელი სიცოცხლისათვის იბრძვის.. როდის მორჩება ეს ანტივაქსერული "რუსული რულეტი"?"

სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლის ჯანმრთელობის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რი, ზურა ზო­ი­ძე აქვეყნებს:

"რამდენი დღეა გული მეწვის და არც შემიძლია არ დავწერო: ახლა, ამ წუთებში, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სიცოცხლისათვის იბრძვის სამხრეთ აფრიკაში, მისი ეს მდგომარეობა ჩემს პირად პასუხისმგებლობადაც მიმაჩნია, რადგანაც რაგბის გამგეობის წევრი ვარ და არ მიცდია მისი დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში.

ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი, რომელსაც იმედით უყურებს მთელი საქართველოს სარაგბო ოჯახი. მეიმედება, რომ ლევანი გაიმარჯვებს სიცოცხლისათვის ბრძოლაში და ბოლომდე აღიდგენს ჯანმრთელობას, რომ მომავალშიც გაუძღვეს ბორჯღალოსნებს დიდი გამარჯვებებისაკენ.

ღირდა კი ამდენი რამის, მათ შორის საკუთარი კარიერის სასწორის პინაზე შეგდება?
როდის მორჩება ეს ანტივაქსერული "რუსული რულეტი" ? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას?
ერთი რამ ვიცი: - სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისათვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე არ იქნებოდა მიერთებული. ახლა კი, მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი.
P. S. თუ ეს პოსტი ვინმე ვაქცინირებაზე მოჭოჭმანე ადამიანს გამოადგება გადაწყვეტილების მიღებაში, ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს", - წერს ზოიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა