თეგებით ძიება
29. 07. 2021 მსოფლიო

ეროვნული კატასტროფა - თურქეთში ხანძრებს ებრძვიან, ევაკუირებულია ტურისტები, დაღუპულია 3 ადამიანი, ათეულობით სახლი კი განადგურებული

ტყის ხანძრები, ეს ეროვნული კატასტროფაა, - ასე შეაფასა თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა ქვეყნის 7 პროვინციაში არსებული მდგომარეობა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, თურქეთში ტყის ხანძრის 58 კერა გაჩნდა, აქედან 38 კონტროლზეა აყვანილი. სტიქიის შედეგად 122 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა. ტურისტული ზონებიდან ათეულობით ტურისტია ევაკუირებული.

არსებული ინფორმაციით, ხანძრების შედეგად სასოფლო-სამაურნეო მიწის 6 ათასი კვადრატული მეტრ ფართობი განადგურდა, ათეულობით სახლი კი დაიწვა.

ბოლო ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ანტალიაშია, სადაც ძლიერი ქარისა და სიცხის გამო, ცეცხლი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად ვრცელდება.

ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ჩართულია 3 თვითმფრინავი, 38 ვერტმფრენი, 680 სახანძრო მანქანა და დაახლოებით 4000 მეხანძრე-მაშველი.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა