თეგებით ძიება

"დარჩი, ლიპო! მე, როგორც შენი და ქართული ძიუდოს გულშემატკივარი, თხოვნით მოგმართავ" - გოგა ჩანადირი ვარლამ ლიპარტელიანს

ხელოვნებათმცოდნე, გოგა ჩანადირი მიმართავს ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს, რომელმაც დღეს, ტოკიოში ოლიმპიადაზე დამარცხების შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

"ლიპო!
შენ ხარ საოცარი სპორტსმენი.
შენი ჭიდაობით უამრავჯერ გაგვახარე.
ვიცი, წაგებას როგორ განიცდიდი, ჩვენზე უფრო მტკივნეულად, მათ შორის, რიოს ფინალის.
განა, ტოკიოში დღევანდელი წაგება არ იყო მტკივნეული, მით უფრო, რომ მედლამდე ერთი ნაბიჯი გაკლდა?
განა, ეს ჩვენთვისაც არ იყო მტკივნეული?
შენ ხომ იცი, რომ ეს სპორტია, სადაც
მოიგებ და წააგებ?
მე, როგორც შენი და ქართული ძიუდოს გულშემატკივარი, თხოვნით მოგმართავ, ნუ იჩქარებ აქტიური სპორტიდან წასვლას.
შენ გვჭირდები იმ სიხარულისთვის, რომელიც არაერთხელ გვაჩუქე, იმ ჰიმნისთვის, რომელიც არაერთხელ ააჟღერებინე, იმ დროშისთვის, არაერთხელ რომ ააწევინე.
დარჩი, ლიპო!
გმადლობ, ლიპო!", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა