თეგებით ძიება

"ჩამოვა მიშა-შეცვლის სიტუაციას! არ ჩამოვა? - დაასრულებს პოლიტიკას აქ!" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"არც არავის ვამადლი-ეს ჩემი ბრძოლა და ჩემი პრინციპი იყო.
ერთ ადამიანს რაც შეეძლო ყველაფერი დავდე ქოცების წინააღმდეგ ბრძოლაში(შვილის თავისუფლების ჩათვლით), მჯეროდა რომ სიმართლე გაიმარჯვებდა !

უამრავი გარიგება,ღალატი,ვაჭრობა და გადაგდება ვნახე(ყველაფერი რომ მოვყვე,თმები ყალყზე დაგიდგებათ)
სულს ვუბერავდი ოპოზიციის ერთობას,გამარჯვება ისე ახლოს იყო და ცდუნებას ვერ გაუძლეს .არ შეუძლია ამ ოპოსპექტრს არც თავგანწირვა,არც პირად კეთილდღეობაზე უარის თქმა !
ჩამოვა მიშა-შეცვლის სიტუაციას !
არ ჩამოვა?-დაასრულებს პოლიტიკას აქ !
მესიებს აღარ ველოდები-შემოდგომამდე მოლოდინის რეჟიმით დავაკვირდები ქართულ პოლიტიკას.
მერე კი ვისაც ბრძოლა და სამშობლოსთვის თავგანწირვა შეუძლია ,დავუძახოთ ერთმანეთს და შევიკრიბოთ საქართველოსთვის", - წერს კილაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" ევროპული საბჭის პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა