თეგებით ძიება

"ვიწყებ კამპანიას ლიპოს დარჩენისთვის..." - მაგდა კლდიაშვილი ინიციტივით გამოდის

სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანის სპორტში დარჩენის კამპანიას იწყებს:

"მოკლედ, ვიწყებ კამპანიას ლიპოს დარჩენისთვის და ვწერ მიზეზებს, რატომ უნდა დარჩეს ის! ვნიშნავ ლიპოს და ყველამ, ვისაც გინდათ, რომ ლიპომ ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს, წერთ პოსტს, მიზეზს, თუნდაც ერთს, რატომ უნდა დარჩეს ის, ნიშნავთ ლიპოს ფეისბუქის პირად და ოფიციალურ ფეიჯებს, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე და ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ!
ლიპო უნდა დარჩეს, იმიტომ რომ:
ათი წელია სტაბილურად ნომერი პირველია ყველა წონაში, სადაც გამოდიოდა
ის ნაკრების კაპიტანია
კაპიტნები ბოლოს მიდიან გემიდან
მის დიად კარიერას ორი მედალი აკლია და უახლოეს ორ წელიწადში, მან ის უნდა აიღოს
მისნაირი დიდი სპორტსმენები მხოლოდ გამარჯვებულები მიდიან და არა დამარცხებულები
ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოში
მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის
კაპიტანი უნდა იყოს მებრძოლი და არასოდეს უნდა დანებდეს
მას არ აქვს უფლება შვილებს გაუცრუოს იმედი, რომლებიც ისევ ელიან მამისგან ოქროებს
ცრემლიანი ლიპო ვერსად ვერ წავა
ნაკრების კაპიტანი ასეთი განადგურებული ვერ წავა
სხვა დიდი სპორტსმენებიც წასულან და დაბრუნებულან
უსასრულოდ გავაგრძელებ …
გიწვევთ, ლიპო უნდა დარჩეს, დაგვეხმარეთ
კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ზურა ზვიადაური
ამიტომ, ვარლამ ლიპარტელიანი, ლიპო შენ უნდა დარჩე!
#ლიპოპარიზში
#ლიპოტაშკენტში
გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემი კამპანია და შევძლოთ, ერთად დავტოვოთ კაპიტანი სპორტში!!", - წერს კლდიაშვილი ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, დღეს, ტოკიოში ოლიმპიადაზე დამარცხების შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა