თეგებით ძიება

"ხელშეკრულების ანულირებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს" - იან კელი

ხელშეკრულების ანულირებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ცალმხრივად გასვლას.

"ამ ხელშეკრულების და მასში შემავალ დემოკრატიული პრინციპების ანულირებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს. პრინციპებისკენ დაბრუნება არასოდესაა გვიან", - წერს იან კელი ტვიტერზე.



შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს, "ქართულმა ოცნებამ" ევროპული საბჭის პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით 19 აპრილს შემდგარი შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა