"არ მეგონა ეს ფაქტი, რომ ასე გაგამწარებდათ...“ - ირმა სოხაძე ლევან ბერძენიშვილს მიმართავს (ვიდეო)
26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
გულშემატკივრები და ფეხბურთელები, სიმღერა „გაიღიმე“-ს მღეროდნენ.
ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი „მთავარი არხის“ ეთერში ახალგაზრდებზე საუბრობს, რომლებმაც აღნიშნული სიმღერა „გამარჯვების ჰიმნად“ აქციეს და ამბობს, რომ „ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნადაც კი“.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, სოციალურ ქსელში ირმა სოხაძე ეხმაურება, რომელიც სიმღერა „გაიღიმე“-ს ტექსტის ავტორია და სტატუსს აქვეყნებს.
"ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!"
დიახ, ბატონო ლევან!
"ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!"
დიახ, ბატონო ლევან!
ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს!
ასე გეწყინათ, ამ "შტერული" სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების "ზღაპრის ბოლო კეთილია" - ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?! არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!", - წერს ირმა სოხაძე.