თეგებით ძიება

"კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ და მივადექით აყროლებულ ქილას, ორივე მოწამლულია" - ნათია ფანჯიკიძე

ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ოჯახურ ისტორიას აქვეყნებს:

"თბილისელებო რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, და რაჭველებო-ც, ჩემმა ძმამ და ჩემმა შვილმა იყიდეს ე.წ. "სგუშონკა", რომელსაც 8 (რვა!) თვის წინ ჰქონდა ვადა გასული. რათქმაუნდა, ორივე მოწამლულია. კოვიდი გვეგონა, სანამ მიზეზი ვიპოვეთ და მივადექით აყროლებულ ქილას და წავიკითხეთ ვადა. ნუ, ამათ რომ არაფერი უთხრა პროდუქტის შეცვლილმა ფერმა და გემომ, ეს ჩვენი პრობლემა და ტკივილია, რას ვიზამთ, ნდობით სავსე კაცები არიან. თქვენ კი მინდა გაგაფრთხილოთ, როგორც ჩანს, იქ მაკონტროლებელი არ არსებობს,

ვინც პროდუქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ეროვნული სინდისის მწვავე დეფიციტიცაა, ხოდა ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ საკუთარი თავების იმედი გქონდეთ და არ იყიდოთ არაფერი, ვადის შემოწმების გარეშე." - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა