თეგებით ძიება

"ჩვენი დროის გმირები! - დიდუბის მეტროსთან კაცი ცუდად გახდა, ბიჭი სამხედრო ზურგჩანთით 17 წუთი არ დანებდა და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა"

თბილისსში, დიდუბის მეტროსთან ახალგაზრდა ბიჭმა ასაკოვანი კაცი გარდაარჩინა, რომელმაც ქუჩაში გონება დაკარგა. ინფორმაციას ფეისბუქ ჯგუფში "საქართველოს გულში" ნანა შველიძე აზიარებს.

"დღეს დიდუბის მეტროსთან ასაკოვანი კაცი ცუდად გახდა და დავარდა და რომ არა ერთი ახალგაზრდა კაცი სამხედრო ზურგჩანთით ალბათ გარდაიცვლებოდა კიდეც, ამ პოსტით მინდა მადლობა მოვუხადო ადამიანს რომელიც მიუხედავად ამ რთული პერიოდისა პანდემია რომ ქვია 17 წუთი არ დანებდა და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა ადამიანს რომელის გათიშვის მიზეზიც არ ვიცოდით. სასწრაფოს დააგვიანდა და მოქალაქეებმა სხვაგან მიმავალი სასწრაფოს მანქანა პირდაპირ ქუჩიდან მოხსნეს თუმცა ამ დროისთვის მოხუცმა უკვე სუნთქვა დაიწყო... ამ პოსტს მინდა ამ ახალგაზრდა ბიჭის ფოტოები დავურთო მადლობის ნიშნად, რომელიც სასწრაფოს მოსვლის შემდეგ საკაცეზე გადაიყვანესთუარა მოხუცი კაცი განზე დადგა და მშვიდად ადევნებდა თვალს. ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგიშალოთ, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების გზამკვლევი !
...ჩვენი დროის გმირები!....
P.S
პოსტის დადების შემდეგ გავარკვიეთ რომ გურამ ბექაური ყოფილა ეს ბიჭი ღმერთმა შენი თავი უბედნიეროს და უმრავლოს შენს გამზრდელ დედას", - წერენ ჯგუფში", - წერენ ჯგუფში ნანა შველიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა