თეგებით ძიება
31. 07. 2021 მსოფლიო

თურქეთში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე ხანძარს 6 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ცეცხლის ჩაქრობაში თურქეთს რუსული და უკრაინული თვითმფრინავები ეხმარებიან.

მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან. ათობით სოფლიდან და რამდენიმე სასტუმროდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, საერთო ჯამში 70 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, საიდანაც 14-ის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სამაშველო ოპერაციაში აზერბაიჯანის საჰაერო ფლოტიც ჩაერთო. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხანძარი 6 პროვინციაში დაფიქსირდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ცეცხლის გაჩენაში დამნაშავე პირებს დასჯის. ხანძრის ძირითადი კერა ანტალიის რეგიონში და ეგეოსის ზღვის კურორტ მუღლას მიდამოებში დაფიქსირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა